„მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ასევე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი კანონით ვალდებულია პროგრამის არასახელწმიფო ენაზე განთავსების შემთხვევაში, მას სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები დაურთოს.

„მთავარი არხის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუები 30 წუთს აღემატებოდა, შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს, რითაც მაუწყებელმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა პრემიერს, არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს გასცეს პასუხი შეკითხვებზე, რომლებზეც მათ პასუხი ვერ მიიღეს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : მიუხედავად პანდემიისა, ეკონომიკური ამოცანებისა, ხელისუფლება ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას, დემოკრატიულ პროცესს არანაკლებ ყურადღებას უთმობს