“მთავარის” ვებგვერდი ნაცემი და გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ავრცელებს

“მთავარის” ვებგვერდი ნაცემი და გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ავრცელებს.

მასში ჩამოთვლილია დაზიანებები, რომელიც კლინიკაში შეყვანისას 46 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა:

S06.0 – ტვინის შერყევა
S06.5 – ტრავმული სუბდურალური ჰემატომა
S05.8 – თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები
S02.0 – თავის ქალას მოტეხილობა
S02.5 – სახის ძვლების მოტეხილობა
S02.9 – თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა
S09.9 – თავის დაზიანება
T81.0 – სისხლდენა ან ჰემატომა
T81.8 – სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები
R40.0 – კომა
K72.9 – ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებელი
D50.9 – რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი
E87.6 – ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე)
R57.0 – კარდიოგენული შოკი
J93.9 – პნევმოთორაქსი, დაუზუსტებელი
B96.1 – ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით
I95.3 – ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
G93.1 – ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული)
Z93.6 – ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია)
ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე პენიტენციური დაწესებულების ექიმმა უგონო მდგომარეობაში იატაკზე ნახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: აშშ მეგობარი აქტის მიღებით ნათლად გამოხატავს მის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ისე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის და უდიდეს პერსპექტივას აძლევს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს
შემდეგი სტატიაგიორგი ბურჯანაძე: იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა