“მთავარია ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“- აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2020 17:54

“მთავარია ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“- აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

მნიშვნელოვანი

  • "მთავარია ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“- აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

სხვა სტატიები

30 სექტემბერს გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ეხმაურებიან.
უმაღლესი საბჭოს წევრები მადლიერნი არიან იმ ჩვენი მოქალაქეების, რომელთაც აწუხებთ დაკავებული თანამემამულის ბედი და მისი გათავისუფლებისათვის ხელისუფლების აქტიურობას ითხოვენ.
„გვინდა დავარწმუნოთ ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა მისი ჭეშმარიტი გულშემატკივარი, რომ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს თითოეული წევრი ამ ადამიანის მდგომარეობისა და მისი გათავისუფლებისათვის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ყოველსაათობრივ ინფორმაციას ადევნებს თვალს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, პირველ რიგში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე აქტიური თანამშრომლობით, შეძლებს, რომ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა უვნებლად და მოკლე დროში დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“- აცხადებენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არასოდეს ესწრაფვოდა პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რადგან უმთავრესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს წევრები მიმართავენ სოციალური ქსელის ცალკეულ აჟიტირებულ მომხმარებელს, თავი შეიკავონ მავნებლური განცხადებებისა და ინფორმაციების გავრცელებისაგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს. „ახლა მთავარია უხმაურო, მაგრამ შედეგზე გათვლილი სახელმწიფოებრივი ქმედებები, ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“- ხაზგასმით აღნიშნავენ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრები.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2020 17:54