მთავარია უკრაინის „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ განთავისუფლება – პესკოვი

„კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ყველა ამოცანა შესრულდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, მთავარი ამოცანა „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა.

„მთავარი მაინც ამ „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“გათავისუფლებაა. ოპერაცია გრძელდება და დასახული ამოცანები კარგად ცნობილია. ისინი უნდა შესრულდეს და შესრულებული იქნება. ეჭვი არ უნდა იყოს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიშეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება – CNN
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ უკრაინაში მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით გამოვუცხადოთ სოლიდარობა – პაპუაშვილი