მთავარია, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი სახე და არ გადაიქცეს იმაში, რომ სხვა ადამიანებს შეეშალოს ხელი თავიანთი უფლებების რეალიზაციაში

„მიმდინარე წელს ნებისმიერი აქცია სავარაუდოდ იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან გვაქვს საარჩევნო წელი და სავარაუდოდ ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის აქცია სწორედ დაკავშირებულია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიასთან“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ჩემი მთავარი ფუნქცია ამ ვითარებაში არის ის, რომ ყველას უფლება და შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით, უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, მე ამ აქციების შინაარსთან დაკავშირებით ვერ გამოვხატავ, ვერ დავაფიქსირებ ჩემს პოზიცია. მთავარია, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი სახე და არ გადაიქცეს იმაში, რომ სხვა ადამიანებს შეეშალოს ხელი თავიანთი უფლებების რეალიზაციაში. სხვა თვალსაზრისით, ვიდრე აქციებს, თუნდაც კონტრაქციებს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, ეს სრულად ჯდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცულ სფეროში“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვა გააპროტესტეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა კორონავირუსის საქართველოში გავრცელება არ მოხდეს
შემდეგი სტატიაბორჯომში, ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა