მთავარია რა წინადადებით მოვა ხელისუფლება მოლაპარაკებებზე – ოპოზიცია მესამე რაუნდზე

admin
ავტ.: admin ნოემბერი 26, 2020 13:59

მთავარია რა წინადადებით მოვა ხელისუფლება მოლაპარაკებებზე – ოპოზიცია მესამე რაუნდზე

დღეს, 26 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები “ლელოს” ოფისში მორიგ შეხვედრას გამართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მოსალოდნელ შეზღუდვებზე იმსჯელებენ, რომლებიც მათ აქტივობასაც შეეხებათ. გავრცელებული ინფორმაციით, პირებს, რომლებიც არჩევნებში აქტიურად იყვნენ ჩართულები 7 დღით იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, მისი თარიღი ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციაში გუშინდელი შეხვედრების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს.

“ჯერჯერობით ეს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმია. რადგან რეალურად ჩვენ არ მოგვისმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წინადადება და პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით შეხვედრები მიმდინარეობს მხოლოდ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, თუმცა აქ მთავარია რა წინადადებით წარდგება ხელისუფლება ოპოზიციის წინაშე”, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 26, 2020 13:59