მთავარია ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს – ბიზნესომბუდსმენი ჰესების მშენებლობაზე

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აფინანსებს კონკრეტულ პროექტს, მთავარია ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს.

„საქართველოში ჰესების მშენებლობაში წარმოდგენილია ძალიან ბევრი ინვესტორი, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორები, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ნაბიჯები,რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორების მიერ დაგეგმილი პროექტების შეუფერხებლად განხორციელებას. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, არის ინვესტორი, პროექტი რომელიც შეთანხმებულია, იქნება ეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ მათი განხორციელება მოხდეს შეუფერხებლად,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაშიბულგარელი ჟურნალისტის მკვლელს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები “ევროპულ საქართველოს” პასუხობენ