პარტია “ახალის” წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესთან და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში მართავდა შეხვედრებს, ამბობს, რომ პარტიულობას ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და მთავარი გაერთიანებაა. მისი თქმით, უნდა ჩამოვყალიბდეთ ეროვნულ მოძრაობად და ყველამ დავიოკოთ ამბიციები. მისი თქმით, სამეგრელოში მოსახლეობას მოუწოდეს, არ ჩაერთონ ხელისუფლების ბინძურ კამპანიაში და ბოიკოტი გამოუცხადონ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს.