“მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული” – თეა წულუკიანი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის ჩანაწერს ეხმაურება და უწყებას მადლობას უხდის.

წულუკიანის თქმით, მთავარია დანაშაული თავიდან არის აცილებული.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ დანაშაულის პრევენცია მოახდინეს, თან ისეთი დანაშაულის, რომელსაც კავშირი აქვს ტერორიზმთან. წარსულშიც გვახსოვს სხვადასხვა ასეთი, გარეთ გამოტანილი, ანუ გამჟღავნებული საქმე ან საქმეები, რომელზეც თავად სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში დახურულ ფორმატში საუბრობს ხოლმე. შედეგებს დაველოდოთ. მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული. მინდა, პოტენციური მსხვერპლისა და მსხვერპლების ოჯახებს სიმშვიდე ვუსურვო” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი მზად არის სუს-ში გამოკითხვაზე მივიდეს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ, ანა ბაგრატიონ გრუზინსკის სარჩელი ქონების გაყოფაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა