მთავარია, ჩვენი ხალხის ინტერესს გავყვეთ და საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს – პაპუაშვილი

ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესია. ამის განხორციელებისთვის ხან რუსეთი გვასანქცირებდა, ხან ვიღაც რაღაცას არ გვაძლევდა, ასე ხდება, მაგრამ მთავარია, ჩვენი ხალხის ინტერესს გავყვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „რომელიმე ქვეყანას თუ სურს, ქართველ ხალხს რუსულ სტილში ელაპარაკოს, ეს მათი არჩევანია“.

„ქართველი ხალხის დასჯას იმის გამო, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს იღებს კანონთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით – აქამდე ერთადერთი ამას აკეთებდა რუსეთი. რომელიმე ქვეყანას თუ სურს, შეუერთდეს ამ რიგს და ქართველ ხალხს რუსულ სტილში ელაპარაკოს, ეს მათი არჩევანია. უცხოელი რომ ზომებს იხმარს იმის გამო, რომ მისი გავლენა არ იყოს გამჭვირვალე, ეს თავად აჩვენებს ამ გადაწყვეტილების შინაარს, რომ არის არაკეთილსინდისიერი.

ზოგადად, ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენ გარშემო ბევრი საფრთხეა. ამ საფრთხეებში ვცხოვრობთ ბოლო 30 წელი, თუ არა, საუკუნეები. ჩვენ ამოსავალი წერტილი უნდა გვქონდეს, რა არის ქართველი ხალხის ინტერესში. ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესია და არა იმას, რაც არის სხვა ხალხების, ხელისუფლებების თუ ჯგუფების ინტერესში. ამ ინტერესის განხორციელებისთვის ხან რუსეთი გვასანქცირებდა, ხან ვიღაც რაღაცას არ გვაძლევდა, ეს ასე ხდება, მთავარია, ჩვენი ხალხის ინტერესს გავყვეთ და საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაფოტიგები, რაისები, კუბილიუსები ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო. არ გამოვუშვით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ – ზარქუა