“მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს”

ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს. ვნახავთ, კანდიდატი ვინ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატზე შეჯერდებიან.

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არსებობს და პარტიებს შორის უნდობლობის გათვალისწინებით რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება რთულია. საარჩევნო რეფორმაზე მუშაობამ გარკვეული გამოცდილება შეგვძინა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების. იმედია, საერთო კანდიდატზე შევჯერდებით. განცხადება კარგმა კანდიდატებმა უნდა შეიტანონ, შემდეგ კარგი კანდიდატებიდან უკეთესი შეარჩიოს კომისიამ და პრეზიდენტმა, ამ ყველაფრიდან გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. წინ არის არჩევნები, რისთვისაც საჭიროა ამ პროცესმა დროულად ჩაიაროს“, – განაცხდა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში”
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ყველაზე ძლიერი პოზიციები დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს