რაც შეეხება ბოდიშს და თითქოსდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საინტერესო არის არა ის რასაც ამბობს ბიძინა ივანიშვილი, არამედ რას პასუხობენ კრემლი და სეპარატისტები ბიძინა ივანიშვილს!!!
თავად კრემლმა არ მისცა მას ამ სატყუარის გამოყენების საშუალება!!! ეს სატყუარა თავიდანვე ჩაუვარდა ბიძინა ივანიშვილს.
როდესაც კოკოვითი გაკადრებს: ბოდიშიც მომიხადე და თრუსოს ხეობა და გუდაურიც მომეციო, ნუ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! სავალალო მდგომარეობაა!!! ლავროვის რიტორიკაზე არაფერს ვამბობ… აი, ზახაროვამ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. … კი, ბატონო, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ, როგორც მეზობელ სახელმწიფოებს, რომ დალაგდეთო (ბიძინას ენაზე ,რომ ვთქვათ)… ერთი სიტყვით, ვისთანაც კრემლის ტყუილები მუშაობს, მომიტევეთ და მასთან საუბარი არ ღირს, ვფიქრობ, რომ ბიძინას ბოდიშმა ჩაილურის წყალი დალია.
პოლიტიკური კრახი იყო, თავი რომ დავანებოთ შეურაცხყოფას მეომრებისა, მათი ჭირისუფლის… ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, გინტურის, ყველაზე მთავარი – ანწუხელიძის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სთავაზობს!!!,-აცხადებს “თაიმერთან” ინტერვიუში კახა მიქაია.
ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს არა ის, რას იეშმაკებს და კიდევ როგორ ,,ტრიუკს” შემოგვთავაზებს ბიძინა, არამედ, როგორ ვიქნებით იმ იდეის ერთგული, რომლის რეალიზებასაც შეეწირა ჟიული შარტავა!!! ამიტომ, თავისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფროებისათვის ბრძოლის დამცრობა და იგნორირება ვერავინ ვერ უნდა გაბედოს!!!
აქვე მინდა დევნილებს მივმართო!!!
თქვენ ხართ მზად აფხაზ სეპარატისტებს ბოდიში მოუხადოთ?
აი, დადგეთ ამ ცნობილი სპორტსმენებივით და ბოდიში მოუხადოთ ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას მკვლელებს.თქვენი შვილების, თქვენი მამების, შვილიშვილების, დედების მკვლელებს?!,-აღნიშნა მიქაიამ “თაიმერთამ” ექსკლუზიურ ინტერვიუში.