“მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ. კამპანიაში ეს შენ გეხებაჩართული სამოქალაქო სექტორის წევრები აცხადებენ, ისევ გრძელდება ფარული ვიდეო მასალის უკანონოდ გავრცელება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

“დღევანდელ პროკურორს აღარ აქვს უფლება იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც იგი იმყოფება, რადგანაც მან დაკარგა წლები, როდესაც მან არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ეს საქმე უნდა ჩაბარდეს აბსოლუტურად სხვა ადამიანს“- განაცხადასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი მესხის ქუჩაზე – ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა
შემდეგი სტატია,,თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ”