მთავარი პროკურორის მოადგილე: მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, მიღებული იქნება ღონისძიება

კორცხელში ორი დღის წინ მომხდარ ძალადობაზე კომენტარს აკეთებს საქართველოს მთავარო პროკურორის მოადგილე, თუმცა გიორგი გაბიტაშვილი გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე არ საუბრობს. გაბიტაშვილის განცხადებით, გამოძიება მტკიცებულებების მოპოვების რეჟიმშია და ამის შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი ღონისძიება:

„გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, მიღებული იქნება ღონისძიება. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი, გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,“ – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ხურჩაში მომხდარი მკვლელობა აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს”
შემდეგი სტატიაარასამთავრობოთა ნაწილი უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვს