მთავარი პროკურორის ექვსნიშნა შემოსავალი და ბინის რემონტში გადახდილი 37 000

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ოჯახის საკუთრებაში ბინა, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლია. აღნიშნულთან დაკავშირებით შოთაძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც მან 2017 წლის 26 თებერვალს შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, სამივე უძრავი ქონების მფლობელი შოთაძის მეუღლე ნინო გოგოტიშვილია.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 150,50 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე გოგოტიშვილს, 2016 წელს, 100000 დოლარად შეუძენია.

მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროში, სოფელ ალგეთში 2011 წელს აქვს ნაყიდი. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 1, 87,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლში გოგოტიშვილმა 10000 ლარი გადაიხადა, ხოლო  1, 1092,00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთის ფასი დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ირაკლი შოთაძის შემოსავალი მთავარი პროკურორის პოსტიდან, გასულ წელს, 117 000 ლარი იყო,  რაც დაახლოებით, თვეში 9750 ლარია. ხოლო ნინო გოგოტიშვილს, შპს „ბი ეს ჯგუფის“ იურისტის პოზიციიდან 17500 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში ირაკლი შოთაძეს ნაღდი ფულის სახით 12000,00 ლარის დანაზოგი ჰქონდა; “ლიბერთი ბანკის” სახელფასო  ანგარიშზე 2696,00 ლარი, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე  5000,00ლარი ერიცხებოდა.

მის მეუღლეს, ნინო გოგოტიშვილს კი, “ვი–თი–ბი ბანკი” მიმდინარე ანგარიშზე თანხა საერთოდ არ ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავარი პროკურორის სახელზე 70000,00-ლარიანი იპოთეკური  სესხია, რომელიც მას 2016 წლის 14 ივლისს აუღია და ვადა 2021 წელს ეწურება. გასულ წელს კი, პროცენტის დასაფარად 11111,36ლარი გადაუხდია.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბინის სარემოტო სამუშაოებისთვის ირაკლი შოთაძეს 37000,00 ლარიდაუხარჯავს.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოტს 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებს.

პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მან 2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე: 07.03.2006 – 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;

03.04.2006 – 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად;

02.06.2006 – 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;

04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

28.07.2009 – 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო 2015 წლის 27 ნოემბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს. ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.

2010 წლის სექტემბერში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ: 10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ;

05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

წყარო: “გურია ნიუსი”

banner
წინა სტატიაში,,დაიწყო დიდი ქართული ჭორაობა-ვარაუდობანა-შერლოკ ჰოლმსობა-გოდება-მორცხვობა-თითის გაშვერა-ტალახში ამოსვრის სპექტაკლი”- ხიდაშელი
შემდეგი სტატიააფხაზეთის ომის გმირს გურამ გაბისკერიას დღეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა