მთავარი პროკურორი: პატრიარქის დაცვის უფროსის დაკითხვა ლოგიკური იყო

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილის დაკითხვა ლოგიკური იყო.

აღნიშნული განცხადება შოთაძემ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ამ შემთხვევაში, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა ლოგიკური იყო. ის დაცვის უფროსია და კითხვები კონკრეტულად, პატრიარქის დაცვას ეხებოდა, თუ რა წვდომა ჰქონდა კონკრეტულ პიროვნებას და ასევე, სხვა დეტალებს, რასაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა შოთაძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. გუშინ, ებერვალს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაში(video) ,,როგორც უნდა ღმერთს ისე იქნება ყველაფერი”- დაკავებული გიორგი მამალაძის დედა მომხდარ ფაქტზე
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები წარადგინოს