მთავარი პროკურორი ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის ელჩს იან კელის საქმიან სადილზე შეხვდა. შეხვედრა იან კელის მიწვევით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მთავარმა პროკურორმა პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაზე და უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ ამერიკის ელჩს მადლობა გადაუხადა პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და უფრო ეფექტურს გახდის პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მეტოქეს კანადური წარმომავლობა შეახსენა
შემდეგი სტატიამედვედევი: რუსეთის ბიუჯეტი შემცირდა