მთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ სთავაზობს

მთავარი პროკურატურა დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ, 13:00 სათზე სთავაზობს.

“გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში”,- განაცხადეს პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიშპს „ყვარელრემმშენი“ ტენდერის გამოცხადებისას შავ სიაში არ იყო – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილის ოჯახს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩავა თუ არა თბილისში მთავარ პროკურორთან შესახვედრად