მთავარი პროკურატურა გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს:
“საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგამოძიებო ორგანო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დარბევის საქმეს, რომელზეც მთავარმა პროკურატირად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
რაც შეეხება გია ლორთქიფანიძეს, ის ამჟამად უკრაინაში, ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ლორთქიფანიძე აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) დათა ახალაია 26 მაისის აქციის დარბევის წინ – მეტი დაკავებული, მეტი პრემია
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში  საზეიმოდ იკურთხა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი