„მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომლის პოლიტიკური ნებაცაა, რომ ჩვენს მტრებზე საერთაშორისო წნეხი განვახორციელოთ“ – გიგა ბოკერია გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

 

ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ევროპული საქართველო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იყო, რომ საერთაშორისო პატნიორებთან ერთად წნეხი განგვეხორციელებინა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ზიანს მიაყენებს, მოკლავს ან ხელს დააფარებს მკვლელებს.

„მაშინ ჩვენ პარლამენტიდან წინასწარ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ისინი მზად ყოფილიყვნენ ამ ინსტრუმენტის საერთაშორისო ასპარეზზე გამოსაყენებლად. უბრალოდ მაშინაც და დღესაც არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეს პოლიტიკური ნება აქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა – ივანიშვილის რეჟიმი“ – თქვა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშივლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია“ვარდების რევოლუციაც” ძალების გაერთიანების შედეგი იყო… რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება!” -მიხეილ სააკაშვილი