“მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა”

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ბახტაძემ სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ხდება აქცენტების გაკეთება. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე” – ჯეჯელავა სასწავლებლად მიდის
შემდეგი სტატიაენმ-ის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს