“მთავარი ოპოზიციური ძალა ორადაა გაყოფილი, რომელთაც სურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და, რომლებიც გაბრაზებულის როლს საუკეთესოდ თამაშობენ”

როგორც დაინახეთ მთავარი ოპოზიციური ძალა გარკვეულწილად ორადაა გაყოფილი. ადამიანები, რომელთაც სურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულის როლს საუკეთესოდ თამაშობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუ პარლამენტის დღევანდელ ჩანაწერს ნახავთ, იქ კარგად დაინახავთ, ვინ თამაშობდა გაბრაზებულის როლს და ვინ არის უფრო რეალისტი, რომელიც ხედავს, რომ თანამშრომლობის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა და მივიღოთ ისეთი კანონები, რომელიც მოსახლეობას მოუტანს ახალ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია“თუ შეიძლება, მიაქციეთ ყურადღება, როგორი ტონი და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს ჩვენმა კოლეგებმა”