მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის და მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა და ეს შემთხვევით არ ხდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, ”ციანიდის საქმის” მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის და მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა და ეს შემთხვევით არ ხდება. მისი განცხადებით მათ ამ საქმეში ერთობლივად გარკვეული როლი ითამაშეს, თუმცა დეტალებზე გაუთქმელობის ხელწერილის გამო ფანცულაიამ ვერ ისაუბრა.
„ჩვენ დაცვის ჩვენი ტაქტიკაც გვაქვს და სასამართლო განხილვის დროს გაირკვევა, თუ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი.“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით ირაკლი მამალაძემ, მეუფე იაკობმა, შორენა თეთრუაშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა ამ პროცესების განვითარებაში გარკვეული როლი ითამაშეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა
შემდეგი სტატიაბელორუსის შსს-დან 270 ათასი დოლარი გაიტაცეს