მთავარი მევახშე და ხალხის სულის ამომხდელი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი

gugava2“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და “ქართული ოცნებას” მოვაშორებთ ქვეყანას, ივანიშვილს კი შემოდგომაზე გამოვიყვანოთ შუშის სოროდან, პასუხს ვაგებინებთ ჩადენილ დანაშაულზე.” -განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოსთან” გამართულ აქციაზე გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, ხელისუფლება არამარტო მფარველობს სამევახშეო კანტორებს (ინლაინ სესხები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) , არამედ თავადაა ჩართული ამ კრიმინალურ საქმიანობაში, რისი ნათელი დადასტურებაა “კრედო”-სთვის კვირიკაშვილის ხელმოწერით გადაცემული ხალხის კუთვნილი 2.5 მილიონი ევრო.
ლეიბორისტული პარტია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დაასრულებს ორშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალური პეტიციის შეტანით.

gugava1
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №395
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (CEB) 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთვის“, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (CEB) 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკში (CEB) მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სესხის განაცხადის წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს
შემდეგი სტატიაწალენჯიხური დეპრესივ ბლექი ანუ, აბა ულა