ვაშაძე IRI-ის კვლევაზე: ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება

“მთავარი კვლევა იქნება 31 ოქტომბერს. თუმცა IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბერისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია აღმაშენებელი – ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველთვის ვსაუბრობთ პროგრამით, გეგმით, ანტიკრიზისული გეგმით, როგორ უნდა ვუშველოთ უმუშევრობას, როგორ უნდა დავწიოთ საბანკო პროცენტები ”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

IRI-ის კვლევის თანახმად, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, 36% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 15% – ენმ-ს, 4% ევროპულ საქართველოს, ასევე 4-4% პატრიოტთა ალიანსს და სტრატეგია აღმაშენებელს, 3% ლეიბორისტულ პარტიას, 2-2% სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს, 1% – დემოკრატიულ მოძრაობას. 2% – სხვას, 3% – არცერთს, 23%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის
შემდეგი სტატია1 ოქტომბრიდან Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისებს შეასრულებს