მთავარი კითხვები მაქვს შსს-სა და სუს-ის მიმართ – ბესელია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 5, 2019 13:33

მთავარი კითხვები მაქვს შსს-სა და სუს-ის მიმართ – ბესელია

მთავარი კითხვები მაქვს შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური და ასევე პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას. ასე რომ, მთავარი კითხვები და გამოწვევა არის ამ ორი უწყების მიმართ, რომელთაც უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას – ვინ იყო დამკვეთი და ორგანიზატორი დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის მთავარი კითხვა და საჭიროა ამაზე პასუხი”,- განაცხადა ბესელიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 5, 2019 13:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,404
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics