მთავარი ის კი არ არის, რას დაწერს ევროპარლამენტარი, მთავარია, როგორ აფასებს ქართული საზოგადოება შექმნილ ვითარებას და ვის აძლევს არჩევნებზე ხმას – ვოლსკი

მთავარი ის კი არ არის, რას დაწერს ევროპარლამენტარი, მთავარია, როგორ აფასებს ქართული საზოგადოება შექმნილ ვითარებას და ვის აძლევს არჩევნებზე ხმას – პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, შეიძლება უნდა ველოდოთ გადაჭარბებულ, არაობიექტურ შენიშვნებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტის “სოციალ-დემოკრატიული პარტია”, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრიც “ქართულო ოცნებაა,” საქართველოში მედიათავისუფლების შესახებ კრიტიკულ დასკვნას ამზადებს.

ვოლსკის თქმით, „გადაჭარბებული შენიშვნებისთვის“ „ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს, რადგან „არსებობს ქართული საზოგადოება, რომელსაც ისინი ეყრდნობიან”. ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ არაობიექტური იქნება, თუკი ვინმე არსებულ და წინა ხელისუფლებას შორის მედიაგარემოში სხვაობას ვერ დაინახავს.

„არ ვიცით, რეზოლუცია როგორი იქნება და მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საოცარია თუ ვინმეს შენიშვნა აქვს, როცა საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი – პოლიტიკური თუ გასართობი სახის მედია გახსნას მაშინ, როცა არსებობდა რამდენიმე მედიასაშუალება, რომელიც პირადად სააკაშვილს ექვემდებარებოდა. ასეთი სხვაობის არდანახვა არის არაობიექტურობა. მთავარი ის კი არ არის, რას დაწერს კონკრეტული დეპუტატი, თუნდაც ევროპარლამენტარი, მთავარია როგორ აფასებს ქართული საზოგადოება შექმნილ ვითარებას და ვის აძლევს არჩევნებზე ხმას. რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის. საზოგადოების უშველებელ ნაწილს ასე მიაჩნია. რასაკვირველია პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ შეიძლება გადაჭარბებულ, არაობიექტურ შენიშვნებს, მაგრამ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ქართული საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით,”- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვის და უკრაინის შესახებ მიღებულ რეზოლუციებს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მათი რიგი იყო, “თუმცა, ჩვენიც მოვა”.

“ჩვენი რიგიც მოვა. ჩვენი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული. რაც ყველაზე დიდ გაკვირვებას იწვევს, რა არის ასეთი აღტკინებული სიხარული, როცა ვინმე გაკრიტიკებს? ზუსტად იცის ყველამ, მოხსენება ეხებოდა მოლდოვას და უკრაინას და შესაბამისად, რეზოლუციაც მათზე იქნა მიღებული. არ მესმის ეს ნეგატიური აღტკინება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიწარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინფორმაცია მოისმინეს