მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული იყოს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი კვლავ გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილეს. სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ვიზიტს დღეს ასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი ინტერესია, რომ ტერიტორიული მთლიანობა დაცული იყოს.

„კონფლიქტები არის, ალბათ ჩვენი რეგიონისთვის ის, რაც ყველაზე უფრო აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიაზე არის ორი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენთვის, თუ ვლაპარაკობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მიმართვა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს”-,,ომეგა ჯგუფის” თანამშრომლები
შემდეგი სტატიააბაზოვი ბერა ივანიშვილის ჩარევით გამოუშვეს ციხიდან, – სკანდალური ინფორმაცია მარნეულის ყოფილი მერის საქმეზე