“მთავარი ეჭვმიტანილი გამოდის კობახიძის დაჯგუფება”- ხუხაშვილი აუდიოჩანაწერების საქმეზე

მთავარი ეჭვმიტანილი გამოდის კობახიძის დაჯგუფება… – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების საქმეზე:

თუ მივიღებთ მოცემულობად, რომ ფარული ჩანაწერის წყარო იყო ხელისუფლების შიგნით და ვიხელმძღვანელებთ გამოძიების უნივერსალური პრინციპით – ვის აწყობდა და ვინ ისარგებლა ამით…

მთავარი ეჭვმიტანილი გამოდის კობახიძის დაჯგუფება…” წერს გია ხუხაშვილი

ცნობისთვის, 6 მარტს “ტვ პირველმა” აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ.

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუგულავას პასუხი კობახიძეს
შემდეგი სტატიამაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება