“მთავარი დამნაშავე უნდა ვეძებოთ თბილისის მერიაში” – ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა

მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანისს დამფუძნებლის დაკავების ფაქტს საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება.

ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარს დედაქალაქის მერიაში არსებულ კორუფციას უკავშირებენ.

„ეს არის კორუფციული სქემა, რომელშიც მთავარი დამნაშავე უნდა ვეძებოთ თბილისის მერიაში. ამიტომ, დააკავეს თუ არა კომპანიის დამფუძნებელი ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი დღეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

„უკვე ნათელი ხდება, რომ მართლაც მთავარი მონაწილეები ამ კორუფციაში არის თბილსის მერიის თანამდებობის პირები,“ – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი მილიონ 500 ათასი ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს.

საქმე ეხება ავჭალის დასახლებაში არსებული, ზაჰესის ხიდისა და სარკინიგზო გზა გამტარის რეაბილიტაციის დროს ჩადენილ დანაშაულს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის პასუხი გოგი თოფაძეს
შემდეგი სტატია“მაესტროში“ მიმდინარე პროცესები არც ჩემი და არც მთავრობის საქმეა არაა”