“მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის თქმით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შენობის პერიმეტრზე ტიტუშკები იყვნენ მობილიზებულები.
“მთელი ღამის განმავლობაში კლინიკის გარე პერიმეტრზე ტიტუშკები იყვნენ მობილიზებულები, საავადმყოფოს ურტყამდნენ წრეებს. შიგნით შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ”. – თქვა ჟურნალისტმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
მამნიაშვილის თქმით, მას ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება აღენიშნება.
ცნობისთვის, მამნიაშვილს 5 აპრილს თავს ივანიშვილის რეჟიმის სატელიტი მოძრაობის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი, ვატო შაქარაშვილი და რეჟიმის პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, ეს **ეები”. – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
“სილა [მოვარტყი], “პადლეცი” – თუ არ დაანებებენ ქუჩაში ადამიანების დევნას და შეურაცხყოფას თავს, მიიღებენ უარესს”. – თქვა ვატო შაქარაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.