მთავარი არხის თანადირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს.
“თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დღეს და გუშინ მთავარი არხის დირექტორი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებენ, რომ თურმე მე ხელს ვუშლი დაზღვევის თანხის გადახდას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს.
და სწორედ, დღეს მივიღე იმეილი პსპ-ს დაზღვევისგან წერილი, რომ
“მთავარ არხს” არ გადაუხდია დაზღვევის თანხა 2020 წლიდან და
დავალიანება დაგროვილია 818,921.50 ლარი (რვა ასი ათასი ლარი).
საერთოდ რას ემსახურებოდა ან ვის ინტერესებში იყო გუშინდელი აფსურდული გამოსვლა გიორგი გაბუნიასი და დღეს მოსული წერილი, თქვენ გასაზღვრეთ.
ინდივიდუალურად ყველა ტყუილზე ვუპასუხებ შესაბამისი დოკუმენტებით, რასაც ასე ურცხვათ ტირაჟირებენ.
დაზღვევის თანხას არ უხდიდა სადაზღვევო კომპანისს ჯერ ნიკა გვარამია 2020 წლიდან და მერე გიორგი გაბუნია დღემდე.
მე რა შუაში ვარ!”- წერს გიორგი ქურდაძე.