“მთავარი არხის” ინფორმაციით, აქციაზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე მოძალადე ერთ-ერთი პირი დათო ლომიტაშვილი, იგივე “გრიზლია”

“მთავარი არხის” მიერ კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი პირი, რომელიც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს თავს დაესხა, ფიტნეს კლუბის „ალფა გირინის“ წარმომადგენელი, დათო ლომიტაშვილი – იგივე “გრიზლია”.

წყაროს ინფორმაციით, მასთან ერთად მოქალაქეების ცემაში მისი ობიექტის რამდენიმე თანამშრომელიც იღებდა მონაწილეობას.

გრიზლის გარდა დადგენილი და გაშიფრულია იმ პირთა ნაწილის ვინაობაც, რომლებიც მოვალეებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება მედიამ ინციდენტიდან ძალიან მალე მოახდინა, ამ დრომდე, ოცების „ტიტუშკები“ არავის დაუკავებია.

წყარო: მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ბლინკენის განცხადებაზე: კუდის მოქნევის მორიგი ცუდი მცდელობაა
შემდეგი სტატიამდინარაძე: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის წესებით ჩატარდება