“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მშობლებს მიმართავს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტვ პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ, მშობლებს მიმართავს. როგორც მან გადაცემაში “მთავარი აქცენტები” თქვა, ყველა ის მშობელი, ვინც მსგავს ფაქტზე ხმა არ ამოიღო, მოღალატეა საკუთარი შვილების წინაშე.

ყველა მშობელი, რომელმაც არაფერი თქვა, როცა მის შვილს ეს გაუკეთეს, თან სახლში ადგომით, არის ყველა შემდეგი მსხვერპლი ბავშვის ძალადობაში დამნაშავე! ყველა! თითოეული მათგანი! საკუთარი შვილების უმძიმეს ღალატში ბრალდებულები და ყველა შემდეგი ბავშვის ძალადობაში დამნაშავეები. აი ასეთი ადამიანების დუმილით, როგორი პრობლემაც არ უნდა იყოს, რა უბედურებაზეც არ უნდა მიდიოდეს ლაპარაკი. აი ასეთი ადამიანების დუმილით ხდება ამ ქვეყანაში ის, რაც ხდება, მასობრივი ძალადობა მათ შორის ბავშვებზე. მერე ამას იხილავენ, როგორ ჩაიფსა მეექვსეკლასელმა ბავშვმა და აღარ მიდიან სკოლებში.. ამ ყველაფრის შემოქმედები ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ამ ხალხს ვიტანთ, იმიტომ რომ კაწროებზე და შაქარაშვილის მკვლელობაზე რეაქცია გვაქვს ტელევიზორის ყურებისას. და ისინი ვინც დუმს, როცა მათ შვილებს საჯაროდ ამცირებენ და უწყობენ სირცხვილის დერეფნებს, ამაზე თუ არ ლაპარაკობთ, რაზე უნდა ილაპარაკოთ.. ამაზე თუ დუმთ, ხმა რაღაზე ამოგეღებათ ცხოვრებაში. როგორ არ გრცხვენიათ, მაკა ჩიხლაძეს ვინც კარი მიუხურეთ ქალბატონო, რანაირად ცხოვრობთ საკუთარი შვილის ღალატით, – ამბობს ნიკა გვარამია.

 

https://youtu.be/YQqssQSx9sU

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ბერას ნათქვამზე თუ ასე იქცევიან, ბიძინას ნათქვამზე რას იზამენ, წარმოგიდგენიათ?
შემდეგი სტატიალელო: ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია