“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი facebook-ზე ზუგდიდის ბანკში გადაღებულ მორიგ ვიდეოს ავრცელებს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი facebook-ზე ზუგდიდის ბანკში გადაღებულ მორიგ ვიდეოს ავრცელებს და წერს:

ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკახრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები), ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია.
და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს – ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან.
ps ხვიბლიანიც ჩამოვიდა მანქანიდან პოლიციის უფროსთან ერთად და აწვება ლეგენდას, რომ ისიც მძევალი იყო. პოლიციაშია და იკითხება, დიახ, მაგრამ არა როგორც მძევალი, არამედ როგორც ტერორისტოს თანამონაწილე. მეტიც, ამ ოპერაციის დამგეგმავი ტვინია ხვიბლიანი ამ ვიდეოშიც მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს გამტაცებელს. მერე “საკუთარი ნებით და კეთილი განზრახვით” თვითონ უჯდება გამტაცებელს მანქამაში, ვითომ სხვა მძევლებს გადაეფარა. ამასობაში, საჯარისო ნაწილიდან, სადაც მსახურობს, არალეგალურად, უნებართვოდაა გამოპარული. რატომ? სენაკიდან ზუგდიდში რომ საქბანკში ჩასულიყო? – წერს ნიკა გვარამია

 

https://youtu.be/SaxiYBTbmGE

 

banner
წინა სტატიაში“საჯარო პირობას მთელი ქვეყნის წინაშე, რომ თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ”
შემდეგი სტატია20 ოქტომბერს ქარელში ქართული ოცნების დეპუტატი გაიტაცეს