მთავარი არხის ცნობით, საპატრიარქოში ფილმ And Then We Danced-ის გამო საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

მთავარი არხის ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის ინიციატივით, საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა.

ისინი იმსჯელებენ ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

მთავარი არხის ცნობით, სასულიერო პირები მხარს უჭერენ ჰომოფობთა, მოძალადეთა ჯგუფებს, რომლებიც ფილმის პრემიერის ჩაშლას ცდილობენ. ისინი “ურჩევენ ქრისტიანებს, ასეთი ფილმი არ ნახონ”.

სასულიერო პირთა ნაწილი კინოთეატრში კავეა გალერია მივიდა და იქ პარაკლისს აღავლენს.

უკვე რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის და სანდრო ბრეგაძის ლიდერობით ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანში შეჭრას ცდილობენ. ისინი ფილმის And Then We Danced-სი პრემიერას აპროტესტებენ. ფილმი გეი წყვილის შესახებაა.

banner
წინა სტატიაშიძალადობრივი ჯგუფები პოლიციის კორდონს აწვებიან, მაყურებელი “ამირანში” ვერ შედის
შემდეგი სტატიაშსს-მ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა