“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას “მთავარი არხის” მიერ არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

„მთავარი არხის“ ეთერით არასდროს გამოგვიცხადებია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი მობილურის ნომერი. ხელისუფლების მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და ემსახურება თეა წულუკიანის მიერ გუშინ, 2 თებერვალს, კანონის დარღვევის გამართლებას და გადაფარვას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, რომ შეწყვიტონ თეა წულუკიანის დაცვის მიზნით “მთავარი არხის” შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება-ნათქვამია “მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორის განცხადებაში

banner
წინა სტატიაში7 ძირითადი განსხვავება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებულ ვერსიასა და „მოქალაქეებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მემორანდუმს შორის
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: წულუკიანმა მორალური ფსკერი ჩაანგრია