,,მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს, მჯერა”

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გამარჯვებას ელის.

სალომე ზურაბიშვილი Edison Research-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ კვლევას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადამწყვეტი დღე 28 ოქტომბერი იქნება, როდესაც მოსახლეობა თავის არჩევანს დააფიქსირებს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ვენდობი თუ არ ვენდობი კვლევებს, რომელიც, ჯამში, 110 პროცენტს აფიქსირებს, რაც ცოტა უცნაური არის, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს, მჯერა და მრწმენი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება – გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.

საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.

შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც – 22-დან 16 % -მდე.

banner
წინა სტატიაშისაქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებზე – ვახტანგ ბუცხრიკიძე ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, რომ ამ 25 პროცენტში უმრავლესობა არის სწორედ ჩემი ამომრჩეველი