8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ იმიტომ, რომ ვერ შემოვედი

“მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა შემოვეშვი, გზა გამეკვლია და შემოვსულიყავი. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ იმიტომ, რომ ვერ შემოვედი. პასუხი თვითონ უნდა გამცენ რატომ ვერ შემოვდიოდი… ახლა მეორე საკითხი, პატრიარქი იყო ძალიან უიშვიათესი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, იყო ადამიანი. ძალიან დიდი კულტურით, თანავნობის, სხვად ყოფნის ნიჭი ჰქონდა საოცარი პიროვნება იყო. ახლა მე ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა მის შესახებ. წარმოიდგინეთ, დილით ლოცვას რომ ატარებდა 6:00-ზე დგებოდა ხოლმე, ზოგჯერ ჩამეძინებოდა და გამაღვიძებდა ხოლმე – ლოცვა იწყება, მეტყოდა. მისი მოღვაწეობა და ავტორიტეტი საერთაშორისო წრეში ყველასთვის ცნობილი არის და ძალიან გული გვტკივა ყველას…”-ამბობს ჟურნალისტებთან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ჟურნალისტებთან

ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. წირვას მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს

banner
წინა სტატიაშიიგორ კეკელია: სავარაუდოდ, ადრე ვიღაც სასულიერო პირის ძვალთშესალაგი უნდა ყოფილიყო ეს ადგილი
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს