დეჰუმანურობა ეს ქარის სოციუმისთვის, საზოგადოებისთვის სასიკვდილო მდგომარეობა, დეჰუმანურობა საზოგადოებას კლავს, დეჰუმანურობა სახელმწიფოს მომავალს კლავს,- ამბობს აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ფორმულა TV-ის ეთერში.
,,აი, ეს უნდა იქნას გაგებული, რომ ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ ჰუმანურები და სამართლიანები. როდესაც ხედავთ, რომ ვთქვათ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, […] ეს ქმედება, ვითარება, რომელშიც ახლა ეს ადამიანი იმყოფება, საჭიროებს ჰუმანურ მოპყრობას. გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, იმედი გადაარჩინეთ მის შვილებში და მისი სახით ყველა ადამიანში, რომელიც კი შეიძლება რაღაც განსაცდელის წინაშე იყოს”,- ამბობს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.
დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ “დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა ელენე ხოშტარიას დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე”.















