8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ჩემი კანდიდატები არიან ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან

“რაც შეეხება ასაკს და განათლებას, თუ ამაზე იქნება მსჯელობა, მე მაქვს ჩემი პოზიცია. ზედა ზღვარს, ასაკობრივს არ ადგენს კანონიკური სამართალი, ამიტომ კანონიკურად 35 წლის ზევით ვერავის ვერ მოხსნი კანდიდატობიდან ასაკის გამო, მაგრამ ჩვენ დებულებაში ნაჩვენები არის რომ 70 წლამდე არის ეს ზღვარი დადგენილი. რამდენადაც ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, ამდენად იგი, რა თქმა უნდა, ექვემდებარება ზოგადად ცვლილებას.
70 და 60 წელი არის ზუსტად ის ასაკი პატრიარქისთვის, მთავარი არის ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს სისტემა, თორემ პატრიარქი ნამდვილად უნდა იყოს იმ ასაკის, ფსიქოლოგიურად, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ უნდა ვაპატრიარქოთ იგი.
მღვდელმთავრები არიან, ვისაც შეიძლება არ ჰქონდეს სასულიერო უმაღლესი განათლება, მაგრამ პატრიარქიც მღვდელმთავარია. თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? …ჩემი კანდიდატები არიან ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან. მათ შორის ავარჩევ” -თქვა მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებთან, სინოდის სხდომაზე შესვლის წინ.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის თქმით, მას უკვე ჰყავს კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.

სინოდის წევრები საპატრიარქოში იკრიბებიან. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დღევანდელი სხდომა დაეთმობა პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, სამი კანდიდატის გამოცხადება კი სავარაუდოდ, შემდეგ სინოდის სხდომაზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე „მანქანების შოუ“ დაიწყო
შემდეგი სტატიადაკავებულია სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი