მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე დაიკითხება

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და მერაბ ტურავა გამოიკითხება.

12:00 საათისთვის უწყებაში მოსამართლე ქეთევან ერემაძე მივა. მოსამართლე მერაბ ტურავა კი 15:00 საათისთვის არის დაბარებული.

პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ,გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე.

მთავარ პროკურატურაში გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი გამოკითხა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გიორგი პაპუაშვილმაც განაცხადა, რომ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უახლოეს დღეებში შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის მიზნით ცესკო ახალ ინიციატივას ახორციელებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: წარმოდგენა არ მაქვს, რა ვადებში დატოვებენ “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს