მთავარ პროკურატურაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და ქ.თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორები სკოლის მოსწავლეებს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე ესაუბრნენ, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კიბერდანაშაული და ინტერნეტთამაშები. სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე „არა ძალადობას“, კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.

შეხვედრაზე, რომელსაც ქ.თბილისის 9 საჯარო სკოლის 100 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლებას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე – ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა