“მთავარ არხზე ე.წ ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის ისე დათრგუნვას, რომ ივანიშვილის ბატონობას მრავალი წელი არავინ შეუშალოს ხელი”

“აღვირახსნილი რეპრესიების შეჩერების ორადორი გზაა – ხალხის მრისხანება და ამერიკულ-ევროპული სანქციები, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე წერს და “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება:

მთავარ არხზე ე.წ ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის ისე დათრგუნვას, რომ ივანიშვილის ბატონობას მრავალი წელი არავინ შეუშალოს ხელი და მთელმა მასმედიამ ისწავლოს როგორც იტყვიან ჭკუა. აღვირახსნილი რეპრესიების შეჩერების ორადორი გზაა – ხალხის მრისხანება და ამერიკულ-ევროპული სანქციები. პირველი ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეორე ჩვენმა მოკავშირეებმა თუ ისინი არ არიან მარტო მთავრობის მოკავშირეები, – წერს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ამაზონის” დამფუძნებელი მზად არის ნასას დაეხმაროს
შემდეგი სტატიაბოკერია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადოს შესვლაზე: ამით მინიმუმ ამოცანა აქვთ თავისუფალი მედიის შენჯღრევის