მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ ლიტვის ელჩს გიედრიუს პოაჯუნასს უმასპინძლა

მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ლიტვის საელჩოს თანამშრომლობით, მომავალ წელს, ვილნიუსის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დღევანდელ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინეს და ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია განიხილეს.
„როდესაც ტურისტები, ლიტველი ხალხი თბილისში ჩამოვა და ესტუმრება ვილნიუსის ბაღს, მინდა, რომ თავი სახლში იგრძნონ. ვილნიუსის სკვერი თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ზონაში მდებარეობს და სწორედ ამიტომ, ჩემი სურვილია, ტურისტებს თბილისში, ჩვენი ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ეს სკვერიც იზიდავდეს,“-განაცხადა შეხვედრაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ.

„ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ განახლებული ვილნიუსის სკვერი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თბილისში თავისი არქიტექტურით. კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ პროექტში აქტიურად ვართ ჩართული,“-აღნიშნა ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუაჯუნასსმა.

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება. აღნიშნულ პროექტში, ლიტვის მთავრობა აქტიურად არის ჩართული. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე, ლიტვის დედაქალაქის მთავარი არქიტექტორი, მინდაუგას პაკალნისი მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგალში გამართულ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას და გიორგი ლუკავას საქმეებზე იმსჯელეს