მთაწმინდის პარკთან “ჰასკი ჯგუფის“ მიერ მოტო-ტრეკი მოეწყო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ მოტოციკლების ტრეკს ესტუმრნენ, რომელიც კერძო ინვესტიციით “ჰასკი ჯგუფის“ მიერ მოეწყო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ტურნირის ორგანიზატორი გიორგი ოთიაშვილი პროფესიონალ მოტომბრბოლელებთან ერთად.
“ჰასკი პარკი“ მდებარეობს თბილისი – კოჯრის გზატკეცილზე მთაწმინდის პარკის გადასახვევთან და პარკში მოწყობილია ენდური-კროს და წყვილთა რბოლის ტრასები. ტრეკზე უკვე ვარჯიშობენ პროფესიონალი სპორტსმენები და იგეგმება სხვადასხვა შეჯიბრებების მოწყობა. ტრეკის ტერიტორიაზე გაიხსნა Husqvarna-ს მოტოციკლების შოურუმი და ჰასკი კაფე. შაბათ-კვირას ჰასკი პარკში მოეწყობა ენდურო კროსის და კვადროციკლების შეჯიბრი. ასევე, შეჯიბრებები მოეწყობა სხვადასხვა კლასიფიკაციაში 10 და15-წლამდელ ბავშვებისთვის, მოყვარულებისთვის და 60-მდე პროფესიონალი სპორტსმენისთვის. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების ორგანიზატორებს ანალოგიური ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ, ამ დრომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 20-მდე მსგავსი ღონისძიება გამართეს. პარკის მფლობელების მიზანია სამომავლოდ საქართველოში ჩატარდეს მსოფლიო დონის ენდურო შეჯიბრი როგორიცაა  – Redbull Sea to Sky, Romaniacs, Roof of Africa, Hell’s Gate.

https://youtu.be/zAdi86hTtW8

 

banner
წინა სტატიაში35 წლის მამაკაცი დაშავდა საკუთარ ავტომობილში გაჟონილი აირის შედეგად
შემდეგი სტატიარუსმა მესაზღვრეებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს