მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდოდ თარიღად 9 ივნისი დასახელდა

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდოდ თარიღად 9 ივნისი დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიაში დღეს სხდომა გაიმართა.

„ცესკომ დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა. 24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

banner
წინა სტატიაშილილე ლიპარტელიანის ინიციატივას, მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებაზე საკრებულოში ხმაური მოჰყვა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში აფეთქება მოხდა