მთაწმინდის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე 8 ამომრჩევლიდან სამმა ხმა ვერ მისცა

მთაწმინდის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე 8 ამომრჩევლიდან სამმა ხმა ვერ მისცა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ ულტრაიისფერი ფანრის დანათებისას ხელებზე ლაქები აღმოაჩნდათ, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათთვის ხმის მიცემის უფლება არ მიეცა.

ამომრჩევლები ფაქტს ფრჩხილის ლაქს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. მათი თქმით, მომხდარს აუცილებლად გაასაჩივრებენ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ხმის მიცემამდე უბნის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ.

N1 უბნის კომისიის თავმჯდომარე ჩარიკა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიაში დარეკა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო ამომრჩეველთა უბანზე შეშვების თაობაზე.

ამომრჩევლებმა მოგვიანებით თითებზე ლაქის მოშორება სპეციალური სითხითაც სცადეს, თუმცა პროცედურის შემდეგ მხოლოდ სამმა მათგანმა მოახერხა არჩევნებში ხმის მიცემა.

დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ცესკო-ს მიმართავს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და გამოასწოროს მდგომარეობა, რადგანაც მისი თქმით, ეს დღეს პირველი შემთხვევა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს ხმის მიცემას.

უკმაყოფილო ამომრჩევლის ნაწილმა უბანზე საჩივარიც დაწერა.

banner
წინა სტატიაშიერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს
შემდეგი სტატია(+ფოტო) ახალდაქორწინებულების არჩევანი ქედაში