მთაწმინდის მეორე უბანზე, მედიით გავრცელებულ სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს, ცესკო შეისწავლის

მთაწმინდის მეორე უბანზე, მედიით გავრცელებულ სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს, ცესკო შეისწავლის.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, განცხადებებს ცესკო მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ისინი მთაწმინდის #2 საარჩევნო უბანზე მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს შეისწავლიან.
„უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ პირს, რომელსაც მანამდე მარკირება ჰქონდა გავლილი, საუბნო-საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებულ ვითარებაზე და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კადრების გავრცელებამდეც გვქონდა შესაბამისი რეაგირება. მსგავსი ტიპის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, რამდენჯერმე გავავრცელეთ განცხადება.რაც შეეხება ინფორმაციას, ჩვენ ამ ფაქტს დეტალურად შევისწავლით, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ მედიით მიერ გავრცელებულ კადრებზეა საუბარი და როდესაც მოხდება ფაქტის შესწავლა, საარჩევნო ადმინისტრაცია გააავრცელებს შესაბამის ინფორამციას„,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერიას თქმით, შედეგების არ გაუქმების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მიმართავს
შემდეგი სტატიაჩემი უბანია, გადი აქედან, გააძევეთ! – რუსთავი2-ის გამოჩენას საარჩევნო უბანზე ხმაური მოჰყვა