მთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს

ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს. პარტიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.თინათინ ბოკუჩავას, ინფორმაციით, მთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს და ის გარაჟში არის ჩაკეტილი. რაც შეეხება მარკირების საკითხს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, საარჩევნო უბნებზე მარკირებაგაკეთებული მოქალაქეები ხმას აძლევენ და განმარტავენ, რომ მათ მარკირება 8 ოქტომბრის შემდეგ აქვთ შემორჩენილი –
„გამოდის, რომ მთაწმინდელებს 8 ოქტომბრის შემდეგ ხელები არ დაუბანიათ. ცესკოს მხრიდან ასეთი განცხადება ამომრჩევლის შეურაცხყოფელია,“ – ასე აფასებენ ენმ-ში არსებულ ფაქტს.
ბოკუჩავა ცესკოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ის, არსებული პროცესის თანამონაწილედ ჩაითვლება.

banner
წინა სტატიაშიისანში მდებარე მე- 9 და ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემა დასრულდა
შემდეგი სტატიათინათინ ბოკუჩავა: გამოდის, რომ მთაწმინდელებს 8 ოქტომბრის შემდეგ ხელები არ დაუბანიათ